TaoNews.Ge

ვიზიტორთა ნაკადი გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ საქართველოში აპრილში

ვიზიტორთა ნაკადი გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ საქართველოში აპრილში

2021 წლის აპრილში საქართველოში 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა მთლიანი ნაკადი 140%-ით არის გაზრდილი. ეს მატება ძირითადად საავიაციო მიმოსვლის გააქტიურების შედეგია, რადგან ვიზიტორთა ნაკადის 40% სწორედ ავიამიმოსვლაზე მოდიოდა.
ცალკეულ ქვეყნებს შორის ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც 21 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 10 ათასი ვიზიტორით მეორე ადგილზეა ისრაელი.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 48,455 ვიზიტი სახმელეთო, 33,188 ვიზიტი კი საჰაერო გზით განხორციელდა. საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულია.

წყარო : bm.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!