TaoNews.Ge

სამღვდელო ხარისხიდან პირის განკვეთა ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია – დეკანოზი ჭიღლაძე მეუფე სტეფანეზე

“ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო იყო ხვიჩასაც, ახალ მსოფლიო ლეგენდად რომ იძერწება, დაეჩოქებინა მის წინაშე” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში “ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ილია მეორესთან შეხვედრის შესახებ წერს.

მისი თქმით, ხვიჩას გულშემატკივრებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ფაქტი.

“ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო იყო კვარასაც, ახალ მსოფლიო ლეგენდად რომ იძერწება, დაეჩოქებინა მის წინაშე. მაგრამ მგონია, კვარას გულშემატკივრებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ფაქტი, ხომ დარწმუნებულები ხართ, რომ თვითონ კვარას არ უთხოვია მიღება, არამედ შიოლაშვილის მსახურმა მონებმა მოუწყვეს, კეკელიამ და გერასიმემ, ბუნებრივია ილია მეორის სურვილით”, – წერს ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, “ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!