TaoNews.Ge

ვახო სანაია – პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან.მოკლედ, პატარა ბრაზილია მაქვს

ვახო სანაია – პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან.მოკლედ, პატარა ბრაზილია მაქვს

ჟურნალისტი ვახო სანაია  პირველად პასუხობს იმ ადამიანებს, ვინც მას მესამე ქორწინების გამო აკრიტიკებდა.

საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ვახო სანაიამ მესამედ ჩუმად ისე იქორწინა, რომ მეორე მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას მეორე ცოლთან ურთიერთობა გარკვეული ჰქონდა და კრიტიკის ქარცეცხლში უმიზეზოდ მოექცა .

“პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან. ყველა ცოლი გადასარევადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან. სამივე ცოლი გიჟდება მამაჩემზე. მოკლედ, პატარა ბრაზილია მაქვს – ამბობს სანაია

როცა მესამედ ვიქორწინე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს, ოჯახიდან გავედი და მესამე ცოლი “ჩუმად” მოვიყვანე. სიმართლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს ურთიერთობა გარკვეული გვქონდა. მაშინ როგორ უნდა მეპასუხა ამდენი ხალხისთვის, ვინც ბრალს მდებდა, რომ ცოლს ვუღალატე.

მთავარი ისაა, რომ ახლა ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს”, – ამბობს ვახო სანაია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!