TaoNews.Ge

ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია – ამირან გამყრელიძე

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ექიმებს მოუწოდა, ორშაბათიდან, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება, საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„კოვაქსის“ საშუალებით პირველი პარტია – 43 200 დოზა მივიღეთ, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 86 000 დოზა იქნება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი კოლეგები, სამედიცინო, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთმები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე. მოვუწოდებ, ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!