TaoNews.Ge

“ვაქცინაციაზე ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ”- მიტროპოლიტი თეოდორე

“ვაქცინაციაზე ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ”- მიტროპოლიტი თეოდორე

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) აცხადებს, რომ  ვაქცინაციის პროცესში პასუხისმგებელი მედიკოსები არიან და საზოგადოების ინფორმირება მათი მოვალეობაა.

მეუფე თეოდორეს თქმით, ეკლესია ვაქცინაციიასთან დაკავშირებით პროპაგანდას ვერ გასწევს. მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება იყოს ადამიანის თავისუფალი არჩევანი.

“სინოდზე იყო გაჟღერებული და ჩვენ ვთქვით, მთავარი არის ის, რომ ადამიანის ნება იყოს გამოხატული. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მთავარია კიდევ ის, რომ რომ გადაწყვიტოს, უნდა იყოს კარგად ინფორმირებული. მედიკოსების მოვალეობაა, რომ კარგად იყვნენ ინფორმირებული ადამიანები.  ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ, როგორც ვთქვით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მედიკოსებმა უნდა გააკეთონ, მათი სფეროა და პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ იმაზე, როგორ მიმდინარეობს და როგორ წავა ეს ვაქცინაცია.” – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!