TaoNews.Ge

ვალერი მელაძე მეექვსე შვილს ელოდება – 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულადაა

ვალერი მელაძე მეექვსე შვილს ელოდება – 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულადაა

რუსეთში მოღვაწე, ქართველი მომღერალი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე  და მისი მეუღლე, ჯგუფ “ვია გრას” ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი, 41 წლის ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვა ორ­სუ­ლად არის. ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას “ინ­სტაგ­რა­მის” სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ცნო. ალ­ბი­ნამ ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის შავ კა­ბა­შია.

“მო­ლო­დინ­ში” – და­წე­რა მან.

ალ­ბი­ნას­თვის ეს მე­სა­მე შვი­ლი იქ­ნე­ბა – მას ორი ვაჟი ჰყავს ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს­თან. თა­ვად ვა­ლე­რის კი კი­დევ სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან.

ვალერისა და ალბინას ურთიერთობა არც ისე მარტივი იყო. მათი პირველი საერთო შვილი კონსტანტინი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ვალერი პირველ ქორწინებაში იყო. მეორე ვაი ლუკა 2014 წელს დაიბადა, როცა წყვილი უკვე ერთად ცხოვრობდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ჯანაბაევამ კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მალე გააჩენს კიდეც.

ვალერის ქალიშვილები ალბინასთან არ კონტაქტობენ. მხოლოდ ძმებთან აქვთ ურთიერთობა. როგორც ჩანს, დედისთვის მიყენებულ წყენას ვერ ივიწყებენ. ცნობილია, რომ ალბინას ვალერის პირველ ცოლთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, საკმაოდ ახლოც, თუმცა ირინა არც კი ეჭვობდა, რომ ამ დროს ალბინას და ვალერის შორის რომანი იყო გაჩაღებული. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა ყველაფერი და გამოჩნდა ბავშვიც, რომელიც ყველასგან მალულად გაჩნდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!