TaoNews.Ge

ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი – თამარ გაბუნია

დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც იმსჯელებენ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროცესის შეჩერების ან გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნული შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში – ასტაზენეკაზე მაქვს საუბარი. სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია, და ეს შემთხვევა ასეთია, ამ შემთხვევაში ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი, ვიდრე არ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა ახალციხეში ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა, კერძოდ, ექთანს ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში შოკი განუვითარდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!