TaoNews.Ge

“ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც,დავილაპარაკებთ გუნდში”- ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

“ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც,დავილაპარაკებთ გუნდში”- ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

“ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც – დავილაპარაკებთ გუნდში”, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრის, კახა კახიშვილის განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, გუნდში იმსჯელებენ.

„კახა კახიშვილი არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, შესაბამისად, რაიმე კითხვის ნიშნის დასმა სწორი არაა. ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც. დავილაპარაკებთ გუნდში და თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!