TaoNews.Ge

„ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არ აქვს“ – მსოფლიო პატრიარქი ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის შესაძლო ავტოკეფალიაზე

„ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არ აქვს“ – მსოფლიო პატრიარქი ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის შესაძლო ავტოკეფალიაზე

მსოფლიო პატრიარქის, მიტროპოლიტი ბართლომეოსის განცხადებით, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი პოლიტიკური ვითარება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

როგორც ის აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიების ნაწილის დაქვემდებარებით, რუსეთი მესამე რომის იმპერიის იდეის განხორციელებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა ამას ვერასდროს მიაღწევს.

„შეგახსენებთ, რომ რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელის ამერიკისა მართლმადიდებლის, არამედ მისი ნაწილი. ამით მოსკოვმა ყველაზე მდიდარი ნაწილი დაიქვემდებარა. ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე ის არავინ ცნო, გარდა რუსეთისა.

ერი მხრივ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება არავისთვის და მეორე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არაკანონიკურია რუსეთის ჩარევა არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ „სამხრეთ ოსეთის“ ეკლესიაში, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმეებში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია სათავისოდ გამოიყენა. ჩადგა იქ ფეხი და დგას, ჰყავს კიდევაც, როგორც ვიცი, საკუთარი ეპისკოპოსი და შექმნილი ვითარებით სარგებლობს“, – განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა.

მისი თქმით, მოსაზრებას, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას ცნობს, მაშინ რუსეთი აფხაზურ ეკლესიას ავტოკეფალიას უბოძებს, უსაფუძვლოა, რადგან დამოუკიდებლობის აღიარება კონსტანტინოპოლის ექსკლუზიური უფლებაა.

„ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა თქვენი ეკლესიის შიდა საქმეებში. ცუდია, რომ ერევა იქ, სადაც კი შეეძლება. მას სჭირს სენი მესამე რომისა. სურს გაფართოვდეს და ხელმძღვანელობდეს სრულიად მართლმადიდებლობას, მაგრამ მისი მისწრაფება ამაოა.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, არა ერთხელ შეეცადა ხორცი შეესხა მესამე რომისთვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ როგორც ხედავთ, 600 წელის გავიდა და ეს სურვილი ვერ აისრულა, ვერც ვერასდროს აისრულებს“, – აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

მისი თქმით, იგი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებზე და როცა პატრიარქ ილია მეორეს სწერს ოფიციალურ წერილს, იგი მას სრული ტიტულით მოიხსენიებს და უწოდებს მას აფხაზეთის პატრიარქსაც.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!