TaoNews.Ge

ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია – ომბუდსმენი ნამოხვანზე

“ეს ამერიკის შეცვლილი პოლიტიკის პირველი გამოხატულებაა” | ომბუდსმენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნას გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ეს შემთხვევა აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოხატულებაა.

“წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დამფინანსებელი ქართული მართლმსაჯულების. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნას დამოუკიდებელი, ძლიერი მართლმსაჯულება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიტიკული განცხადება გააკეთა საელჩომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორ კრიტიკულად აფასებენ ისინი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დონეს ქვეყანაში, არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. შესაძლებელია ეს მოხდეს არა ზოგადად სისტემის მიმართ, არამედ ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებების მიმართ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი კანონიერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა, თუ დადასტურდა და როგორც ჩანს, სიმართლეა, არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!