TaoNews.Ge

სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს

ერთ თვეში ამერიკიდან საქართველოში 80-მდე ქართველს ჩამოასვენებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი გოგა მამფორია, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს,  სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ თვეში აშშ-დან საქართველოში 80-მდე ქართველს ჩამოასვენებენ.

„დაუზუსტებელი ინფორმაციით ბოლო ერთ თვეში 80 ქართველის აშშ-დან საქართველოში გადმოსვენების პროცედურა მიმდინარეობს და რაც აქ ხდება არის კატასტროფა!

ძირითადად არ ვაზუსტებ მაგრამ გარდაცვალების მიზეზი აბსოლუტურად უმრავლესობაში არის ნარკოტიკით ინტოქსიკაცია!

მეგობრებო ამ ქვეყანაში მოდიხართ ოცნებების ასახდენად და არა მგონია ვინმეს ოცნება იყოს ასე ცხოვრების დასრულება! რაც აქ ხდება არის კატასტროფა ისეთი ინფორმაციები მესმის ყოველდღიურად.

გთხოვთ გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს გაუფრთხილდით თქვენს ოჯახის წევრებს და ამ უაზრო ზნეს გამო შავ ძაძებს ნუ ჩააცმევთ თქვენს დედებს, მეუღლეებს და შვილებს!“, – წერს გოგა მამფორია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!