TaoNews.Ge

ერდოღანი მთიან ყარაბაღში ჩასვლას გეგმავს

ერდოღანმა მედიის მიმართ ბრძანება გამოსცა, რომელიც „თურქული ღირებულებების“ დაცვას ითვალისწინებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მედიაში კონტენტის თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

შესაბამისად პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოსცა ბრძანება, რომელიც „თურქული ღირებულებების“ დაცვას ითვალისწინებს.

თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი სატელევიზიო მასალები თურქეთის „ფუნდამენტურ ღირებულებებს“ ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაცემული ბრძანება მიზნად ისახავს, „თურქეთში ადაპტირებული უცხოური შინაარსის სატელევიზიო პროგრამების მავნე ზემოქმედების აღმოფხვრას და „თურქული კულტურის დაცვას“.

„ყველა სიფრთხილის ზომა იქნება მიღებული, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ოჯახზე, ბავშვებზე და ახალგაზრდებზე, თურქეთის კანონებისა და კონსტიტუციის მეშვეობით“,-  ნათქვამია ბრძანებაში.

Euronews-ის ინფორმაციით, თურქეთის მედიის დამკვირვებელს, რადიოსა და ტელევიზიის უმაღლეს საბჭოს ფართო უფლებამოსილება აქვს დააჯარიმოს მედია საშუალებები ან ან უბრძანოს, რომ დროებით შეაჩეროს მაუწყებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში თურქეთი 180 ქვეყნიდან 153-ე ადგილზეა. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის თანახმად, ამჟამად მედიის სულ მცირე 34 თანამშრომელი გისოსებს მიღმაა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!