TaoNews.Ge

ერდოღანი-განა შეიძლება, რიზე ბათუმისაგან განვასხვავოთ?

ერდოღანი-განა შეიძლება, რიზე ბათუმისაგან განვასხვავოთ?

“თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც ამჟამად რეგიონში მიმდინარე პროცესებით დაზარალებულ მოსახლეობას გულში იკრავს. ჩვენი ფიზიკური საზღვარი სხვაა და გულის საზღვარი – სხვა. ეს ორი ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ფიზიკურ საზღვრებს, მაგრამ გულზე საზღვარს ვერ გავავლებთ. საზღვრის გამვლებსაც ამის უფლებას არ მივცემთ. ზოგიერთი გვეკითხება, რატომ ვართ დაინტერესებული ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთითა და ჩრდილოეთ აფრიკით. ის ადგილები, რომელთა შესახებაც გვეკითხებიან, სულაც არ არის უცხო. განა შეიძლება, რიზე ბათუმისაგან განვასხვავოთ? ედირნე და სალონიკი ცალ-ცალკე მოვიხსენიოთ? როგორ შეიძლება, ჩვენი ინტერესის მიღმა დარჩეს გაზიანთეფი და ალეპო, მარდინი და ჰასაქა, სიირტი და მოსული? ჰათაიდან მაროკომდე რომ იარო, ყველგან აღმოაჩენთ ჩვენს კვალს.”-თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!