TaoNews.Ge

სააკაშვილი მოხალისეთა აკრძალული ბატალიონის, “დონბასის“ მეთაურს  ესარჩლება

ეკა ბესელიას და ზვიად ძიძიგურს სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გრძნობა გაუჩნდათ

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ, მართლაც სერიოზულ ლუსტრაციის პროცესს დაუდო საფუძველი. სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ, როდესაც, თავის დროზე მიშას რეჟიმის წინააღმდეგ თითქოსდა ყველაზე რადიკალური მებრძოლები და შემდგომ ივანიშვილის ნომერ პირველი ავანგარდის წევრები, დღეს მიშა სააკაშვილის მიმართ ღია თანაგრძნობას გამოხატავენ. ეკა ბესელიამ და ზვიად ძიძიგურმა, მართალია ცალ-ცალკე, მაგრამ თითქმის ზუსტად იდენტური განცხადებები გააკეთეს. „მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა და ციხეში ჩაჯდა, მე პირადად, მიშა სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გრძნობა გამიჩნდა“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური. თითქმის იდენტურია ეკა ბესელიას განცხადებაც – „ჩემი შვილიც და ძმაც მიშას ჯჯოჯოხეთურ ციხეში ისხდნენ და 2 წელი გავიარე ეს ჯოჯოხეთი, არაფერი დამვიწყებია, მაგრამ მაინც აღარ მაქვს შურისძიების განცდა. იჯდეს და მოკვდეს იმ ციხეში-თქო, ამას ვერ ვიტყვი, ჩემთვის მიშა სააკაშვილი, პირველ რიგში ადამიანია და მე ადამიანის შესაძლო სიკვდილზე ვერ ვიქირქილებ. არადა, მიშა შეიძლება მართლაც გახდეს შიმშილობის მსხვერპლი. არ მესმის, ზოგიერეთები რატომ ვერ მიგებენ ამ პოზიციას“ – თქვა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!