TaoNews.Ge

“რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, 3 თვეში სამი მილიონი ადამიანის აცრის თაობაზე ამირან გამყრელიძის განცხადება შესაძლოა, „სრულიად აღსრულებადი“ იყოს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 3 თვეში სამი მილიონი ადამიანის აცრის თაობაზე ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შესაძლოა „სრულიად აღსრულებადი“ იყოს.

„ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს, აგვისტოს ბოლოს და სწორედ დათქმულ თარიღებში ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი.

შესაბამისი სივრცეები ეწყობა. როგორც კი ჩვენ დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა ვაქცინაციაზე მაღალია, დაემატება აცრის სივრცეები. დღეს საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არაა. შესაბამისად, შეგვიძლია მოთხოვნა – მიწოდების ბალანსი ვაკონტროლოთ და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

აქედან გამომდინარე, ბატონი ამირანის განცხადება, რომელიც მედიისთვის და მოსახლეობისთვის შესაძლოა ამბიციურია, შესაძლებელია სრულიად აღსრულებადი იყოს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!