TaoNews.Ge

ევროპის უსაფრთხოების აშენება მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი-გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

ევროპის უსაფრთხოების აშენება მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი-გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული საკმაოდ ხანგრძლივი, თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა მოწოდება იმის შესახებ, რომ „ყველანაირი ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული“, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ეს არის მოსკოვში ვიზიტისა და ასევე, კიევში ახლახანს გამართული მოლაპარაკებების  მთავარი მიზანი, განაცხადა შოლცმა პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესს-კონფერენციაზე სამშაბათს, 15 თებერვალს.

გერმანელებისთვის და ასევე, ყველა ევროპელისთვის სავსებით ნათელია, რომ ევროპის უსაფრთხოება შეუძლებელია აშენდეს რუსეთის წინააღმდეგ, ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მასთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა. აუცილებელია, მთელი ძალებით წინ აღვუდგეთ იმას, რომ ევროპაში კვლავ მოხდეს სამხედრო ესკალაცია, აღნიშნა მან.

შოლცმა მოწოდება გააკეთა, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ პუტინის მიმართ დასმულ შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იგი ომს ევროპაში, რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მისი თაობა უკვე შეესწრო სამხედრო კონფლიქტს ევროპის კონტინენტზე და მიუთითა იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარ ომზე.  მისი სიტყვების თანახმად, რუსეთს, ისევე, როგორც ევროპას, არ სურს ახალი ომი და ამიტომ, დასავლეთს გაუგზავნა თავისი წინადადებები, რომელზე დაყრდნობითაც ის მზად არის განიხილოს ევროპის უსაფრთხოების საკითხი. დიალოგის განვითარებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია სხვა მიმართულებებით, დაამატა პუტინმა.

თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს მიუთითა ყველანაირი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნებლობაზე, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. ამასთანავე, ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების აუცილებლობას სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიმართოს საუბარი მინსკის ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნმა გერმანიის კანცლერმა. ამავე დროს იგი გამოეხმაურა პუტინის თეზისს, იუგოსლავიაში მომხდარი ომის შესახებ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო, მაშინ გენოციდის სერიოზული საფრთხე იდგა. თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ ის, რაც დღეს დონბასში ხდება, ეს არის გენოციდი.

შოლცმა უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  „კარგი ნიშანი“ უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა ასევე, დანარჩენი ქვედანაყოფების დაბრუნება დისლოკაციის ადგილებზე.

„რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს არსებული ვითარება, უარს ვამბობ, რომ მას უპერსპექტივო ვუწოდო“, ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ევროპაში ომის დაწყების საფრთხეზე საუბრის დროს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდობიანი გზით დავარეგულიროთ კრიზისი, განაცხადა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცის ვიზიტი მოსკოვში მიმდინარეობდა რუსეთსა და უკრაინას შორის მკვეთრად გამწვავებული კონფლიქტის ფონზე.  რუსეთს 100000 მეტი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან. იანვარში აშშ-სთან და ნატოსთან გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ევროპა და ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, ჯარების გაყვანისკენ უკრაინის ტერიტორიიდან და უპრეცედენტო სანქციებით იმუქრება. რუსეთი კი თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნებს უკრანის შეიარაღებით უზრუნველყოფაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!