TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს.

ევროპამ შესაძლოა, მომავალ კვირას რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესოს – New York Times

ევროკავშირი მომავალ კვირას რუსულ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს, შესაბამისი წინადადება ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს დასამტკიცებლად წარედგინებათ, – ამის შესახებ New York Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს 4 მაისს შეხვდებიან, დოკუმენტის საბოლოო დამტკიცება კი კვირის ბოლომდეა მოსალოდნელი.

ნავთობის ემბარგო იქნება ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში. პაკეტი ასევე მოიცავს შეზღუდვებს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ისა და ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირებისთვის დაწესებულ სანქციებსაც. თუ უნგრეთი ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შექმნის, პროცესი მარტივად ჩაივლის.

შეზღუდვების შემუშავებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის პოზიციამ, რომელსაც ნავთობის დაახლოებით მესამედი ნაწილი რუსეთიდან შემოჰქონდა. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ბოლო კვირებში გერმანიამ ამ მაჩვენებლის 12%-მდე შემცირება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!