TaoNews.Ge

ევროკომისიის პრეზიდენტი – ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაგეგმილი ექსპორტი ავკრძალოთ

 

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავკრძალოთ დაგეგმილი ექსპორტი. ეს არის გზავნილი „ასტრაზენეკასთვის“: სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების დაწყებამდე, თქვენ ასრულებთ ევროპასთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებს.  კომპანიამ 2021 წლის პირველ კვარტალში დაპირებული დოზების მხოლოდ 30%-ის მიწოდება განახორციელა.  ევროკავშირიდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ვაქცინის მინიმუმ 41 მილიონი დოზაა ექსპორტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკში ვაქცინების მარაგების დეფიციტია.  არ შემიძლია, ევროპის მოქალაქეებს ავუხსნა, რატომ ვახორციელებთ ვაქცინების მილიონობით დოზის ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინებს და რომელთაგანაც უკან არაფერს ვიღებთ, “, – განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!