TaoNews.Ge

ევროკავშირს რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”არ სჭირდება – ევროკომისია

ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V” არ სჭირდება და მთელ კონტინენტზე იმუნიტეტის მიღწევა ევროპაში ვაქცინების წარმოების ხარჯზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა.

“ჩვენ აბსოლუტურად არ გვჭირდება “სპუტნიკ V”, – განუცხადა ტელეარხ TF1-ს ბრეტონმა, რომელიც ევროკომისიის ვაქცინების სამიზნე ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, მათ აქვთ საშუალება, მთელ კონტინენტზე იმუნიტეტს მიაღწიონ.

“დღეს ნათლად გვაქვს საშუალება, ივნისის ბოლომდე 300-დან 350 მილიონ დოზამდე მივაწოდოთ”, – განაცხადა ევროკომისარმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!