TaoNews.Ge

ევროკავშირი , კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, სხვა ქვეყნებს არ გაუნაწილებს

ევროკავშირი სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ გაუნაწილებს, სანამ ბლოკის ტერიტორიაზე პრეპარატების წარმოების მხრივ უკეთესი ვითარება არ იქნება. ამის შესახებ Deutsche Welle ურსულა ფონ დერ ლაიენზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ვაქცინის შეძენა საკუთარი მოსახლეობისთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირი ჯანმოს ინიციატივის – COVAX-პლატფორმის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ევროკავშირმა ამ ინიციატივაში 2.2 მილიარდი ევრო ჩადო. COVAX-ის დახმარებით 52-მა ქვეყანამ ვაქცინების 30 მილიონი დოზა მიიღო“, – განმარტა მან.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!