TaoNews.Ge

ედიშერ გვენეტაძე-წადით ახლა და მიჩივლეთ სახალხო დამცველთან და მდიდარი სექსის მქონე ყოფილ პრეზიდენტთან!

ედიშერ გვენეტაძე-წადით ახლა და მიჩივლეთ სახალხო დამცველთან და მდიდარი სექსის მქონე ყოფილ პრეზიდენტთან!

,,ჰო, იცოდეთ არის ასეთი ქვეყანაა, სადაც აღმერთებენ პატიოსან ქალს, დედას, ბებიას, დას, და საერთოდ კდემამოსილ დ ე დ ა კ ა ც ს ნაცნობს თუ უცნობს!

არის ასეთი ქვეყანა, სადაც ამ ქვეყანაზე სიცოცხლის საწყისის, მომვლინებელის, ყველაზე უძვირფასესის დედის შეგინების გამო ვაჟკაცები შემგინებელს პასუხს თხოვენ!

არის ასეთი ქვეყანა სადაც ამბობენ- “წესიერ ქალს გზაზე წუნკალი ძაღლიც კი არ შეუყეფსო”!

არის ასეთი ქვეყანა, სადაც დედები ამბობენ: “ცხრა თვეს მუცლით გატარებაში ვაითუ გშობე ვუით გზარდეო…’

არის ასეთი ქვეყანა, სადაც ქალი დედოფლად კი არა, არამედ მეფედ ჰყავდათ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში!

არის ასეთი ქვეყანა, სადაც ცხრა ძმის დედა შვილებთან ერთად ხმლით ხელში შეაკვდა მომხვდურს!

არის ასეთი ქვეყანა, სადაც ღორი ხრუშჩოვის მსტოვრები 9 მარტის ღამეს კუბოებში ლურსმნებით ჩაჭედილი შვილებს, რომ არ აჩვენებდნენ დედებს, დედები კი კუბოებზე მოტირალ-დამხობილნი კბილებით აძრობდნენ ლურსმნებს და ისე ეხუტებოდნენ უკანასკნელად უღვთოდ დაღუპულ პირმშოებს!

არის ასეთი ქვეყანა, სადაც ქალი სიკვდილით კანონის ძალით არასდროს არ დაუსჯიათ!

არის ასეთი ქვეყანა, რომლის შვილებიც თვლიან, რომ მათი ქვეყანა ღვთის დედისაა!

და ყველამ იცოდეს ქალის, დედის, ბებიის, დის პატივისცემას და მათ უზნეო სუბიექტებისაგან დაცვას ამ ქვეყანაში ვერავინ მოშლის!

ვინაიდან არის ამ სოფლად ასეთი ქვეყანა და მას სახელად საქართველო ჰქვია!

ასეა და…

ჰოდა,

წადით ახლა და მიჩივლეთ სახალხო დამცველთან და მდიდარი სექსის მქონე ყოფილ პრეზიდენტთან!

ისე კიდევ ერთი რამ “მიკვირს” სად არიან ის აკივლებულნი, რომელნიც გმობდნენ უკანონოდ გადაღებული სექსუალური კადრების შესაძლო გამოქვეყნების ამბავს!

და “ძალიან მდიდარი სექსის” გამოცდილების მქონე ყოფილი პრეზიდენტი?!

სად არის ე.წ. სახალხო დამცველი, უფრო სწორად ნაცთა დამცველი?!

სად არიან ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობოები?!

სად არიან, რატომ არ გმობენ ამ უკანონოდ ჩაწერილის გამოქვეყნებას?!

თუ ეს ამბავი არ შედის მათ “დემოკრატიულ” ინტერესებში?!” ასე ეხმიანება ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს პოლიტოლოგი და ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!