TaoNews.Ge

ემანუელ მაკრონმა მსხვილ ფრანგულ კომპანიებს ურჩია, რუსული ბაზარი არ დატოვონ – Le Figaro

ეგზიტპოლების მიხედვით, ემანუელ მაკრონის ალიანსმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა

ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, თუ აღნიშნული მონაცემები ოფიციალურად დადასტურდება, მაკრონს იმ რეფორმების გატარება, რომელიც მოსახლეობას აპრილში, ხელახლა არჩევისას დაჰპირდა, შესაძლოა გაუჭირდეს.

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის კოალიციამ, სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში 200-დან 260 ადგილი შესაძლოა მოიპოვოს, მაშინ, როცა აბსოლუტური უმრავლესობისთვის 289 მანდატია საჭირო.

მედიის ცნობით, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავარი ოპოზიციური ძალა 149-დან 203-მდე დეპუტატით, მემარცხენე კოალიცია გახდება, რომელსაც ჟან-ლუკ მელანშონი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!