TaoNews.Ge

დღეს შიო მღვიმელის ხსენების დღეა!

დღეს შიო მღვიმელის ხსენების დღეა!

დღეს შიო მღვიმელის ხსენების დღეა!
შეგეწიოთ მისი მადლი თქვენ და სრულიად საქართველოს.
შიო მღვიმელი იოანე ზედაზნელის ყველაზე გამორჩეული მოწაფე იყო.
წმიდა იოანე ზედაზნელმა განიზრახა, მოენახულებინა თავისი მოწაფეები და ეხილა, ვინ როგორ მოღვაწეობს. როცა იგი აქ მოვიდა, შიო მღვიმელი მას ხელზე დანთებული ნაკვერჩხლით შეეგება! ასე საცეცხლურის ნაცვლად, ხელზე დაენთო მას ნაკვერჩხალი და იგი არ სწვავდა, წმიდა იოანე ზედაზნელი მოხედა, რომ დიდ სიწმინდეს მიაღწია მისმა მოწაფემ.
საკვირველია და სასწაულებრივი ღირსი მამა შიო მღვიმელის ცხოვრება! ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საქართველოს თითქმის ყველა მეფე და მითუმეტეს კათოლიკოს-პატრიარქი საგანგებოდ მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა ჩვენი ქვეყნის ამ წმიდა სავანისთვის და ღირსი მამა შიო მღვიმელისთვის.
ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.
ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.
,,ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმეთსა ჩვენთვის.ამინ!”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!