TaoNews.Ge

დღეს ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი უმასპინძლებს

დღეს ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი უმასპინძლებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მაღალი რანგის შეხვედრები, დღეს ევროპარლამენტსა და ნატოში ექნება.

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაცია ნატოსგან მხარდამჭერ განცხადებებს და იმ პროგრესის აღიარებას მოელის, რომელიც საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას აქვს. საქართველოს ელჩი ნატოში ამბობს, რომ ალიანსთან თანამშრომლობის დინამიკა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!