TaoNews.Ge

“დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება” – ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

“დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება” – ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

სა­ინ­გი­ლო­ში (ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თი), ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ო­ნის დაბა ალი­ა­ბა­დის (ელი­სე­ნი) სკო­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი გა­უქ­მე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. წლე­ვან­დე­ლი სექ­ტემ­ბრის­თვის ქარ­თულ მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში არ­ცერ­თი ბავ­შვი არ ჰყავთ.

  • ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ინ­გი­ლოს შე­რე­ულ სკო­ლებ­ში ოთხგან არის ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი (კა­ხის რა­ი­ონ­ში – კა­ხინ­გი­ლო, ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ონ­ში – ალი­ა­ბა­დი და მო­სუ­ლი, ბე­ლაქ­ნის რა­ი­ონ­ში – ითი­თა­ლა) და 6 ქარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლაა, კა­ხის რა­ი­ო­ნის მთლი­ა­ნად ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში. სულ რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე ქარ­თულ სექ­ტორ­ზე 2500-მდე მოს­წავ­ლე ირი­ცხე­ბა. რე­გი­ო­ნის დაც­ლი­სა მიმ­დი­ნა­რე ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სის გამო, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა.

ინ­გი­ლო ქარ­თვე­ლე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­ქა­თა­ლა-ბე­ლაქ­ნის გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლის) ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი ბოლო 30 წე­ლია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფალ­თა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რიგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, მალე შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რომ ამ კუ­თხე­ში ქარ­თუ­ლად სა­უბ­რი აღარ ის­მო­დეს.

ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი დაბა ალი­ა­ბა­დის ოთხ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თუმ­ცა ახლა მხო­ლოდ ერ­თშია და ისიც გა­უქ­მე­ბის პი­რა­საა. არა­და, დე­და­ე­ნა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ხომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის, ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

თა­ვის დრო­ზე, სა­ინ­გი­ლოს იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა ან ვერ გა­იხ­სნა, დღეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბი თუ ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თუ­ლად.

ambebi.ge ად­გი­ლობ­რივ სკო­ლის პე­და­გოგს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ:

ნუგ­ზარ ვ:

– ბოლო წლებ­ში მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რომ ქარ­თუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სის­თვის ბავ­შვე­ბი არ გვყავს. მშობ­ლე­ბიც ისე­თე­ბი იყ­ვნენ, მათ­თან მის­ვლა-თხოვ­ნას აზრი არც ჰქონ­და. გვე­უბ­ნე­ბი­ან, – სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტი­ლია, თბი­ლის­ში ად­რინ­დე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ღა­ვა­თე­ბი აღარ გვაქვს, მერე აღე­ბულ დიპ­ლომ­საც ბა­ქო­ში არ გვიმ­ტკი­ცე­ბენ, მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვრჩე­ბით, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქარ­თულ სექ­ტორ­ზე ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი არ გაქ­ვთო…

– ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მარ­თლა არ გაქვთ?

– დიახ, არ გვაქვს და წლე­ბია ამას საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე – 10- მე – 11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთ და იმა­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლო­ბენ. თბი­ლის­ში შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩვე­ნი არა­ერ­თი თხოვ­ნა-მუ­და­რა უშე­დე­გოდ რჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს ვერ გად­მო­აქვს, ვერ გვა­მა­რა­გებს, ხოლო ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვარ­ზე გა­და­ტა­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ვინ­მემ თუ ეს პარ­ტი­ზა­ნუ­ლად გა­ბე­და, მე­ბა­ჟე­ე­ბი არ­თმე­ვენ და წიგ­ნებს იქვე სა­ზღვარ­ზე გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში აპა­ტიმ­რე­ბენ.

აქამ­დე ზა­ფხუ­ლო­ბით ბავ­შვე­ბი მა­ინც მიჰ­ყავ­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ნა­კებ­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო ესეც შე­წყვე­ტი­ლია. ხოლო სკო­ლა, რო­გორც გი­თხა­რით, წლე­ბია სრულ უპატ­რო­ნო­ბა­შია. წიგ­ნე­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლის პე­და­გო­გებს აღარ ახ­სოვთ ტრე­ნინ­გე­ბი რო­დის გა­ი­ა­რეს, ამ მხრივ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნაა. უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე მოს­წავ­ლეს რა უნდა გა­დას­ცე? აქ სკო­ლა ინარ­ჩუ­ნებ­და დღემ­დე ქარ­თულ სულს (კულ­ტუ­რის კე­რე­ბი აქ ისე­დაც ამო­ძირ­კვუ­ლია), ისიც სულს ღა­ფავს და მშვე­ლე­ლი არა­ვი­ნაა.

– შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

– სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მოგ­ვაქ­ცი­ოს, თო­რემ კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლია. დაბა ალი­ა­ბად­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის გა­დარ­ჩე­ნა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან აქ თუ გა­უქ­მდა, ხვალ და ზეგ სოფ­ლე­ბის – მო­სუ­ლის და ითი­თა­ლის (ბე­ლაქ­ნის რა­ი­ო­ნი) ჯე­რიც დად­გე­ბა. ჩვენ გა­რე­შე მა­თაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­ტო­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე, ნელ-ნელა ვიქ­ნე­ბით მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­ვით (ენ­გი­ა­ნი, ძა­გე­მი, თას­მა­ლო, შო­თა­ვა­რი და ა.შ.), სა­დაც დღეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცებს ახ­სოვთ, რომ ოდეს­ღაც ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ნუთუ ის მა­ინც არა­ვის ეს­მის, რომ სა­ინ­გი­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა – გაძ­ლი­ე­რე­ბას უპირ­ვე­ლე­სად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ენი­ჭე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა? თან იმ ფონ­ზე, როცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­მო ქარ­თუ­ლის დი­ას­პო­რას არ­ცერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, თბი­ლის­ში სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სა­მე­დი­ცი­ნო შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა აღ­დგეს, ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რომ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას­თან სა­ინ­გი­ლოს სა­შე­ფო კო­მი­სია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, რო­მელ­საც ბო­ლოს ნო­დარ ამაღ­ლო­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე­ებს აკე­თებ­და. ასე­თი ქმე­დი­თი კო­მი­სია ახ­ლაც სას­წრა­ფოდ აღ­სად­გე­ნია გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით, რად­გან სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს დი­ას­პო­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, თა­ვის ფუნ­ქცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებს. უნდა შე­იქ­მნას დე­ტა­ლუ­რი პროგ­რა­მა კუ­თხეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით შეს­რულ­დეს, რათა შევ­ძლოთ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

სა­ინ­გი­ლო­ში ქარ­თულ სკო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეთ. წიგ­ნე­ბის, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მა საჩ­ქა­როდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, ბავ­შვს ქარ­თულ სექ­ტორ­ზე სას­წავ­ლად წიგ­ნი თუ არ ექ­ნე­ბა, რო­გორ მოვა? ად­გე­ბა და მივა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ან თუნ­დაც რუ­სულ სკო­ლა­ში; ისე­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის 80% რუ­სეთ­შია წა­სუ­ლი, ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ზე. სურ­ვი­ლი გვაქვს აღ­ვად­გი­ნოთ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის წრე­ე­ბი, რა­ზეც ასე­ვე ელე­მენ­ტა­რუ­ლი თა­ნად­გო­მა დაგ­ვჭირ­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ად­გილ­ზე პე­და­გო­გებს და სი­ტყვა-სი­ტყვით ავუხ­სნით, რა და რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს დრო­უ­ლად.

იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ, რომ დღემ­დე შვი­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა გვეკ­რძა­ლე­ბა და თი­თო­ე­ულს ნამ­დვი­ლი ომი უწევს (სა­ელ­ჩოს ჩა­რე­ვა და ა.შ.) შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. ამ დროს, აღარ გვახ­სოვს რო­დის იყო ბო­ლოს ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია ზა­ქა­თა­ლა-ბე­ლაქ­ნის სოფ­ლებ­ში. მაქ­სი­მუმ კახ­ში მი­დი­ან ჩვენს და-ძმებ­თან, კარ­გია, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა “უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სა და დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს (შე­საძ­ლოა, ახა­ლი კა­ნო­ნიც მი­ი­ღონ), რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა. აქვე გა­ნი­ხი­ლე­ბა ახა­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი დი­ას­პო­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ სა­ინ­გი­ლო­ში ქარ­თულ სას­კო­ლო სექ­ტორ­ზე ბავ­შვე­ბი არ ჰყავთ, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ბოლო ფო­რუმ­ზე ღიად ით­ქვა, რომ ეს ად­გილ­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გი­ცაა, რა­ზეც ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

“აქ­ტი­უ­რო­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, მყა­რად უნდა იდ­გნენ. როცა ითხო­ვენ, წიგ­ნე­ბიც ჩაგ­ვაქვს, რად­გან ასე­თი შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობს აზერ­ბა­ი­ჯან­თან. ასე, მა­გა­ლი­თად, 2014 წელ­ში ჩა­ვი­ტა­ნეთ. ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბიც შე­დი­ან, თუკი მო­თხოვ­ნაა. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი გა­აქ­ტი­ურ­დეს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­თან­ხმდნენ და ერ­თად დაგ­ვე­ლა­პა­რა­კონ. სა­ერ­თო საქ­მე წყნა­რად უნდა გა­კეთ­დეს, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. მარ­ტო მიშ­ვე­ლეს ძა­ხი­ლით საქ­მე არ გა­მო­ვა, სა­ელ­ჩო­საც უნდა მი­მარ­თონ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ამ­ბობს, რომ ჩემ­თვის არ მო­უ­მარ­თავთ, და რა იცით, რომ პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვთო. ამი­ტომ არ უნდა შე­ე­შინ­დეთ. აგერ რო­გორ ვუვ­ლით ჩვენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, სა­ინ­გი­ლო­შიც მო­ი­თხო­ვონ კუთ­ვნი­ლი უფ­ლე­ბე­ბი. ამის შემ­დეგ კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად გა­და­წყდე­ბა“, – ხაზ­გას­მით ით­ქვა დი­ას­პო­რის ფო­რუმ­ზე.

ამ ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­უ­ლად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა ტი­პის ახა­ლი პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ონ ჰე­რე­თის, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­ულ მე­გობ­რო­ბას ეჭვქვეშ არა­ვინ აყე­ნებს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კონ­ტექ­სტში უნდა გა­და­წყდეს.

წყარო ამბები

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!