TaoNews.Ge

„დროშის დახევა ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება“ – გუბაზ სანიკიძე

„დროშის დახევა ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება“ – გუბაზ სანიკიძე

ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი გუბაზ სანიკიძე სატელევიზიო ეთერში, ჰომოფობი მოძალადეების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯას და დაწვას ეხმიანება. „დროშის დახევა, ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება იმიტომ, რომ თუ ვინმეს აინტერესებს, ქრისტიანული ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრე პირდაპირ დასავლეთია, ევროპაა. დავით აღმაშენებელს ეშლებოდა, ჯვაროსნებთან მოკავშირეობა რომ გადაწყვიტა?! რამე ხელს უშლიდა, ერთმორწმუნე ბიზანტიასთან რომ დაედო ხელშეკრულება?! არა! ფარსმან მეორე რომ რომში ჩავიდა, მაშინ დადგინდა ამ ქვეყნის ორიენტაცია და როგორმე ბიძინას გამოსაცვლელი ეს არ არის და ვერც გამოცვლის ვერავინ. 80% ვინც ამ სისაძაგლეს და გადახრებს ვუყურებთ, ჩვენ რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ“, – აცხადებს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!