TaoNews.Ge

ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მოლაპარაკებები გრძელდება. ჯერ კიდევ რჩება სამუშაო, რომ პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არამხოლოდ ხელისუფლებამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთებულია. შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. რა თქმა უნდა, დროს და ენერგიას ვუთმობთ ამ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს, თუმცა, მეორე მხრივ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ის, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭრდება – პოსკოვიდური სიტუაციის შემცირება, სიღარიბის დაძლევა. ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი.- მბობს პარლამენტის თავმჯდომარე

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!