TaoNews.Ge

“რუსეთი შავ ზღვაში ნატო-ს გაძლიერებას ადეკვატურად უპასუხებს”- ზახაროვა

დროა აშშ-მ გაიგოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყოველ მტრულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება მტკივნეული პასუხი – მარია ზახაროვა

„დროა აშშ-მ გაიგოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყოველ მტრულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება მტკივნეული პასუხი,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, რუსეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, ოღონდ მხოლოდ თანაბარ და ორმხრივ საფუძველზე, რისთვისაც ვაშინგტონი მზადყოფნას არ გამოხატავს.

„ჩვენ არ გავექცევით დიალოგს და მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მკაცრად თანაბარ პირობებში. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ ფარისევლური არგუმენტების ფონზე, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაართულოს რუსული საგარეო სააგენტოების ფუნქციონირება ქვეყანაში.

როგორც ჩანს, ვაშინგტონში ნორმალურად მიაჩნიათ რუსი დიპლომატების გაძევება ფიქციური მიზეზების გამო, სხვისი ქონების წართმევა და მარტივად რომ ვთქვათ, მოპარვა. დროა, ვაშინგტონმა გაიგოს, რომ ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს მოჰყვება რეაქცია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეული იქნება. ეს მეტი არაფერია თუ არა ანგლოსაქსური ამპარტავნობა და საკუთარი უტყუარობაში დარწმუნება“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონს მოუწოდა „შედეგებზე დაფიქრდეს“.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!