TaoNews.Ge

დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძე, ისევე როგორც მმართველი გუნდიდან წასული კიდევ 2 პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დეკემბერშიც არ მისცემენ. ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ მათ წინასწარვე ჰქონდათ ინფორმაცია რომ ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის არ აპირებდნენ და ამით ქვეყანაში მღელვარების გამოწვევა სურდათ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

„კი, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ სწორად შევარჩიოთ ადგილი. იქ არ ვთქვათ სათქმელი, სადაც ​ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება საზიანო ფასად. იმიტომ რომ დღეს სცენის მიღმა დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დებს პირობას სადღაც, რომ ის შეასრულებს ძირითად პირობას, და არა იმ დანარჩენ პუნქტებს, რომ საქართველომ მიიღოს ეს სტატუსი. ასე რომ, სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ღირსეულად და სისხლის გარეშე“, – ამბობს ხუნდაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!