TaoNews.Ge

დიმიტრი მედვედევი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მამაც სამყაროში, სადაც მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის

დიმიტრი მედვედევი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მამაც სამყაროში, სადაც მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ეხმაურება გერმანიის გადაწყვეტილებას გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ისთვის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ და ევროპას ბუნებრივ აირზე ფასის მატების შესახებ აფრთხილებს.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც, ახალ სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ – წერს მედვედევი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ჩრილოეთი ნაკადი-2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდება უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ.

„რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს, ჩვენ გვჭირდება ვითარების გადაფასება „ჩრდილოეთი ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. ეს ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია, რათა შეჩერდეს გაზსადენის სერტიფიცირება“ , – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!