TaoNews.Ge

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელმა 4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა და 4.01 მილიონი შეადგინა. ამ შედეგით, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს მეხუთე სახელმწიფო გახდა, სადაც 4 მილიონზე მეტი დაინფიცირებული ჰყავთ აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

ქვეყანაში ამ დროისთვის 115 529 ადამიანი ვირუსის შედეგად უკვე გარდაიცვალა. ამასთან, სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი ეტაპობრივად იკლებს. ქვეყანაში შემზღუდავი ზომების ეტაპობრივი მოხსნის გრაფიკი 22 თებერვალს გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!