TaoNews.Ge

“დიდი სურვილი მქონდა, პანდემიის დასასრულისთვის მღვდლების მონაწილეობით რამე პერფორმანსი დამედგა და ბოლოს ანაფორიან ადამიანებს პირბადე ცისკენ აესროლათ”- პეტრე კოლხი

“მამა ნიკოლოზი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ალბათ ოც წელზე მეტია ერთად მოვდივათ. მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მისი შვილის ნათლია ვარ. თბილისელი ბიჭი ადგა და სოფელში წავიდა სამოღვაწეოდ, რომ ადამიანებს დადგომოდა მხარში. მრავალშვილიანი მამა კაცმა არ იცის, როგორ უძლებს ყოფით პრობლემებს”,- პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს.

ამ პოსტით პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ, მამა ნიკოლოზის იმ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც მღვდელმსახური ქალბატონთან ერთად ცეკვავს.

“ვინმე დაინტერესდა და კითხა, მამა ნიკოლოზ, რამე ხომ არ გიჭირს, შვილებს როგორ პატრონობო…

მისი ღიმილის და გარეგნული მხიარულების მიღმა, იქნებ დიდი სევდა და ტკივილია…

მე მომეწონა, მამა ნიკოლოზ… გამიხარდა, ამ სიტუაციაში რომ გნახე… ქრისტე არ უკრძალავს ადამიანებს სიხარულის და ბედნიერების შეგრძნებას…
პირიქით, უფალი ადამიანების სიყვარულისთვის ეწამა…

ეს ჩვენ, გაბოროტებულმა ადამიანებმა დავკარგეთ ერთმანეთის პატივისცემა…

მკაცრი მღვდელი არ მოგწონთ, აგრესიული არ მოგწონთ (არც არის მოსაწონი) ღია და თავისუფალი არ მოგწონთ…. მართლა რა მოგწონთ, ჩამოყალიბდით?! მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი არავის უაზრო გამოხტომას… იმედია, მამა ნიკოლოზიც ასე მოიქცევა…

მეტსაც ვიტყვი, დიდი სურვილი მქონდა, პანდემიის დასასრულისთვის მღვდლების მონაწილეობით რამე პერფორმანსი დამედგა და ბოლოს ანაფორიან ადამიანებს პირბადე ცისკენ აესროლათ… როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ამის გაკეთება ინკვიზიცისს გამოიწვევს… თუმცა იდეა მაინც ვთქვი…

მამა ნიკოლოზ, მადლობა ადამიანობისთვის!..”, – წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

მისივე თქმით, ის აუცილებლად იცეკვებს, რომლის ამსახველ კადრენს ტელევიზიას თავად გადასცემს.

“აუცილებლად ვიცეკვებ და მერე ვიდეოებს ტელევიზიებს თავად მივუტან, რომ გაავრცელონ”- წერს პეტრე კოლხი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!