TaoNews.Ge

დიდი ბრიტანეთი ელოდება, რომ თურქეთი მომავალში ითანამშრომლებს თავდაცვის ინდუსტრიაში ნატოს მოკავშირეებთან და არა რუსეთთან, – ამის შესახებ ხუთშაბათს ანკარაში ბრიტანეთის ელჩმა დომინიკ ჩილკოტმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთი ელოდება, რომ თურქეთი მომავალში ითანამშრომლებს თავდაცვის ინდუსტრიაში ნატოს მოკავშირეებთან და არა რუსეთთან, – ამის შესახებ ხუთშაბათს ანკარაში ბრიტანეთის ელჩმა დომინიკ ჩილკოტმა განაცხადა.

”ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში თურქეთი დააკმაყოფილებს თავის საჭიროებებს თავდაცვის ინდუსტრიაში ნატოს მოკავშირეებისა და არა რუსეთის დახმარებით”, – განაცხადა დიპლომატმა.

ჩილკოტმა დასძინა, რომ “დიდი ბრიტანეთი მზად არის იმუშაოს თურქეთთან თავდაცვის სექტორში”, კერძოდ, გამანადგურებელ თვითმფრინავებზე.

ბრიტანელმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ ლონდონი იცავს ნატოს დოქტრინას რუსეთიდან ტექნიკის შეძენის შესახებ. ”ჩვენ ვიცავთ ნატოს პოზიციას, რომ მოკავშირეებმა არ უნდა შეიძინონ ტექნიკა რუსეთისგან”, – ამტკიცებს ის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!