TaoNews.Ge

“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება”- ღარიბაშვილი

დენის შმიგალი – იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერი-მინისტრი დენის შმიგალი “ტვიტერზე” ქართველი მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით წერს.

“მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია @GharibashviliGe გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!

თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!

#StopRussia“, – წერს შმიგალი “ტვიტერზე” ქართულ ენაზე.

თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა გადაეყვანა, საქართველოში არ შემოუშვეს.

სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18:00 საათზე უნდა  შესრულებულიყო. უკრაინაში გამგზავრებას 90 მოხალისე ელოდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!