TaoNews.Ge

დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია

დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია

საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

კვლევას დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში, ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა გამოხატვის თავისუფლება და წამებისგან თავისუფალი ქვეყნის მაჩვენებელი. კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს. საქართველოს გარდა, ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციის სტატუსით არის კლასიფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!