TaoNews.Ge

“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფეების განცხადება საპატრიარქოს პოზიცია არ არის

საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც მეუფეებმა კერძოდ გააკეთეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხელმოწერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, შერიგებისკენ მოწოდება არის ქრისტიანული იდეა და ამაზე ეკლესია სულ საუბრობს.

„ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს. ქრისტიანული იდეა არის შერიგება, მაგრამ ქრისტიანული იდეა სრულად განხორციელებული სახელმწიფოში არ გვინახავს. ამას ჩვენ პირველად კი არ ვამბობთ, სულ ვამბობთ. ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული მოწოდებების სრულად შესრულება სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებსა და კატეგორიებში გადის. ესე რომ იყოს, ბედნიერად ვიცხოვრებდით”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება მიტროპოლიტების მიერ მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების პეტიციის მხარდაჭერას, ჯაღმაიძის თქმით, როცა ქრისტიანული იდეის პოლიტიზირება ხდება, ეს ყოველთვის იძენს არასწორ სახეს.

„საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც მათ კერძოდ გააკეთეს. თქვენ ხომ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული?! როცა ქრისტიანული იდეის პოლიტიზირება ხდება, ეს ყოველთვის იძენს არასწორ სახეს და ყოველთვის არის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი და საფუძველი. ქრისტიანული იდეა პატიებისა და სიყვარულისა, ინდივიდუალურად თითოეულ ადამიანზე გადის”, – განცხადა ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!