TaoNews.Ge

დედამიწამ  571 863 კვადრატული კილომეტრი ტყე დაკარგა

დედამიწამ 571 863 კვადრატული კილომეტრი ტყე დაკარგა

ორგანიზაციამ Rainforest Foundation Norway ჩაატარა კვლევა მსოფლიოს 73 ქვეყნის ტროპიკულ ტყეებში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პლანეტამ 571 863 კვადრატული კილომეტრი ტყე დაკარგა.

ცნობილია, რომ განსაკუთრებით ტროპიკული ტყეები ამაზონის რეგიონში და აზიის ტერიტორიებზე განადგურდა. კვლევა 2002-დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი ადამიანის საქმიანობით არის განპირობებული. ასევე კლიმატის ცვლილება ტროპიკული ტყეების ბუნებრივ რეგულირებაზე გავლენას ახდენს.

ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიაში მცენარეები უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ, ვიდრე შთანთქავენ. მეცნიერების თქმით, გაერო-ს სამიტზე ამ საკითხზე იმსჯელებენ.

წინა კვლევების თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში პლანეტამ 420 მილიონი ჰექტარი ტყე დაკარგა. ასევე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამაზონის ტყეები ყოველ წუთს სამი  საფეხბურთო მოედნის ზომის ფართობს კარგავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!