TaoNews.Ge

დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს – ისრაელისა და ღაზას დაპირისპირება გრძელდება

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირება გრძელდება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი გასული ღამის შეტევების შემდეგ 69-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია. ორშაბათის შემდეგ ღაზას სექტორში დაშავებულთა რიცხვი 388-ს აღწევს.

რაც შეხება ისრაელს, Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებიოთ, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. ისრაელის თავდასცვის სამინისტრის ცნობით, ბოლო სამ დღეში ღაზას მხხრიდან ისრაელსი 1 500 რაკეტა გაუშვეს.

დაპირისპირებაა აღმოსავლეთ ისრელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელებს შორისაც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და დარბევა დაიწყეს. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 374-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 36 ოფიცერი დაშავდა. პრემიერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ადგილზე სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს “ანარქია” უწოდა. გუშინ პრემიერმინისტრმა ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება. პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიში მიიტანა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!