TaoNews.Ge

“დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ის, რაც მოხდა – ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით” – კახა კახიშვილი

“დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ის, რაც მოხდა – ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით” – კახა კახიშვილი

დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა, განჩინებას, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა.

მისი თქმით, ტელეკომპანიაში შესვლის არანაირი აუცილებლობა არ არის და აღნიშნავს, რომ თავად ამის კატეგორიული წინააღმდეგია და არც არავინ აპირებს არსად შესვლას.

“არავინ არ აპირებს, ნამდვილად არ არსებობს აუცილებლობა ტელევიზიაში შესვლის. თუ კონვერტი არ არსებობს, არც ეს არის პრობლემა. ნებაყოფლობითი წარდგენა ამ განჩინების საფუძველზე არანაირ პრობლემას არ ქმნის, კონვერტი არ არის და განაცხადეთ, რომ არ არის. არ გვაქვს და რა ვქნათ?- საიდან გავაჩინოთ კონვერტი, რომელიც არ არსებობს. მე საფუძველს ტელევიზიაში შემოსვლის ვერ ვხედავ, მე ამას გეუბნებით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც იურისტი. შესაბამისად, რა მასალაც გაქვთ, ამას გადასცემთ და ამით დამთავრდება ეს ეპოპეა.

მე როგორც ერთი ადამიანი, პირდაპირ გეუბნებით, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვერანაირად მხარს ვერ დავუჭერ და მე რამდენადაც ვიცი, არავინ არსად შესვლას არ აპირებს, როგორც იურისტი მე პირდაპირ გეტყვით, შეგიძლიათ წერილობით უპასუხოთ, რაც გვაქვს გაძლევთ და რაც არ გვაქვს ვერ გავაჩენ, ამით დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ იქნება, ღმერთმა დაიფაროს და თქვენს გვერდში ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ის, რაც მოხდა – ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!