TaoNews.Ge

„დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში იქნება“ – რამაზ საყვარელიძე

„დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში იქნება“ – რამაზ საყვარელიძე

“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია ახლანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში იქნება, თუმცა ის იქნება, ასევე, ოპოზიციური სხვა პარტიებთან მიმართებაში“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მისი თქმით, გიორგი გახარიას მიერ გეგმების არსებობაზე საუბარი მიანიშნებს, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს, თუმცა, ვინ შეიძლება იყოს გახარიას გუნდში პოლიტოლოგს ამაზე საუბარი უჭირს.

„ველოდი, რომ შუალდეური ანუ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყებდა მოძრაობას პოლიტიკისკენ, თუმცა, რადგან ახლა გააკეთა ასეთი განცხადება, ალბათ ადგილობრივ არჩევნებში აპირებს ჩართვას.

თავად მკაფიოდ თქვა, რომ ახალ ძალაზე ზრუნვაა საჭირო, რაც მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ დაბრუნდება. ისედაც, იქ, საიდანაც კარის გაჯახუნებით მიდიან, არ ბრუნდებიან ხოლმე“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!