TaoNews.Ge

ენტონი ბლინკენი – თუკი რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს ომის დანაშაულებზე — ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე.

“მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე”, — წერია წერილში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართულ და ინგლისურ ენაზე ავრცელებს.

წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!