TaoNews.Ge

გიორგი გამსახურდია: ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 32 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 32 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა საერთო-სახალხო კენჭისყრა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.

რეფერენდუმის კითხვა იყო – “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

32 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა – 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა, სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამ შედეგების საფუძველზე იმავე წლის 9 აპრლის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

გარდა ამისა, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბდების დღეა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!