TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი – ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში – მე ჩამოვედი, სადაც შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან მოვეკალი ჩამოსვლისას, როგორც გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას

დავით სააკაშვილი – მთავრობას ოჯახის სახელით ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორშაბათს 18:00 საათამდე, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ

ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ – თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს , – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან ოჯახთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს მთავარობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური. ამის თანამონაწილე არ უნდა გავხდეთ არავინ. ვაძლევთ გონივრულ ვადას ორშაბათს საღამომდე, ამის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება იმკურნალოს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

მიშა გამაგრდი, ძალიან მაგრად უნდა იყო. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ყოველთვის გინდოდა და გენდომება სულ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ შენს გვერდით ვართ, საქართველო არ მიგატოვებს, ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!