TaoNews.Ge

„აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ სად ხართ, დაიხოცეთ?“ – ნათელაშვილი 

დავით გარეჯი ივანიშვილმა გაასხვისა და ახლა გადაწყვიტა ცრუ პატრიოტული სპექტაკლი დადგას

შალვა ნათელაშვილი:

_ მას შემდეგ, რაც ოლიგარქიული რეჟიმი გაკოტრდა საშინაო და საგარეო არენაზე, ივანიშვილმა გადაწყვიტა დადგას ცრუ პატრიოტული სპექტაკლი. მოგეხსენებათ, პატრიოტიზმი ყველა ნაძირალას უკანასკნელი თავშესაფარია. კაცმა რომელმაც გასცა და გააჩუქა დავით გარეჯი; პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელმაც გამოიყვანა ძალოვანი სტრუქტურები კონფლიქტის ხაზიდან და საშუალება მისცა პრეზიდენტ პუტინს, გადაეღობა ქართლის გული; პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელმაც მდინარე ჯავის წყალზე, ახალციხესთან 2013 წელს ასევე აჩუქა რამდენიმე ჰა ტერიტორია თურქეთს, დღეს შეტრიალდა და ცდილობს თავისი ბინძური ცოდვები და გამოუსყიდავი პოლიტიკური დანაშაულობები ყველაზე გადაიტანოს, საკუთარი პერსონის გარდა. მე მას ვუცხადებ! მისი ხელისუფლება სამ კვირაში დამხობილი იქნება არჩევნების გზით და ის აგებს პასუხს საქართველოს ტერიტორიათა გაცემა-გაჩუქება-გასხვისების და საკუთრ ბიზნესში დაბანდებისთვის.

წინა პრეზიდენტის დროს რომ დაკარგულიყო დავით გარეჯი, მაშინ გაიყვანდნენ გზას, ააშენებდნენ ბაზას, დააყენებდნენ აზერბაიჯანის არმიას და არა დღეს _ ღვთისმსახურებიც რომ გაყარეს. დავით გარეჯი გასცა, გააჩუქა და ბიზნესში გაცვალა ბიძინა ივანიშვილმა. ეს მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ვინმეზე ამის გადაბრალება არის სიცრუეა, სხვებს თავისი ცოდვებიც ეყოფათ, ტყუილად დაიჭირა ის საწყალი ხალხი და იყენებს საპიარო თოჯინებად, რუსეთიდან შეკვეთილი ტექნოლოგიების შესაბამისად.

1938 წლის რუკა ცნობილი იყო. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. ის იყო არქივში, ისტორიის ინსტიტუტებში, საპატრიარქოში, ადგილზეც ჰქოდათ ღვთის მსახურებს და ამაზე საუბარი ყველას შეეძლო. ამის გარდა, ტერიტორიების გადაცემა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისი გადაწყვეტილებით არ ხდება. მათ დასკვებს საკონსულტაციო ხასიათი აქვს. სახელმწიფოებს შორის უნდა დაიდოს ხელსეკრულება, მას ხელი უნდა მოაწეონ სახელმწოფოთა მეთაურებმა, მერე უნდა გაიაროს რადიფიცირება ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. ამის შემდეგ შედის ძალაში. მანამდე ტერიტორიები ითვლება შეუთანხმებელ სივრცედ, სადაც დაუშვებელია ჯარის, ტანკის, მესაზღვრეების შესვლა- გამოსვლა. ის რაც მეზობელამ ქვეყანამ გააკეთა დავით გარეჯის დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო-სამართლებრივი გაგებით, ოკუპაციაა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!