TaoNews.Ge

,,დაბრუნებაც ასეთი უნდა!” ნაპოლი-იუვენტუსი 5:1 –  გოლი+2 საგოლე გადაცემა

,,დაბრუნებაც ასეთი უნდა!” ნაპოლი-იუვენტუსი 5:1 – გოლი+2 საგოლე გადაცემა

იტალიური მედიის შეფასება: “საუკეთესო კვარა დაბრუნდა, იმას აკეთებდა, რაც სურდა”

„ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ფანტასტიკური თამაში ჩაატარა – გოლით და ორი საგოლე პასით ის მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო.

იტალიურმა გამოცემებმა კვარაცხელიას თამაში ცხადია დადებითად შეაფასეს და მას მაღალი ქულები დაუწერეს.

Eurosport 7.5 ქულა: „ნაპოლის პირველი გოლი ნახევრად მაკრატელა დარტყმით გავიდა. შემდეგ მან ანგარიში 2:0 გახადა ზუსტი და მარტივი დარტყმით. შემდეგ 2 საგოლე პასი რაჰმანისა და ოსიმენს“.

Corriere Della sera 8.5 ქულა: „ტექნიკური დარტყმა ბრუნში იყო მარგალიტი, რომელმაც შჩესნი აიძულა ბურთი ახლოს მოეგერიებინა. 2:0-ზე შეიძლება ზედმეტად თავისუფალი იყო, მაგრამ მეურვეობის დროსაც კი აკეთებს იმას, რაც სურს“.

Goal Italia 8 ქულა: „გოლმა მას გაუხსნა სივრცე და გონება. ოსიმენის გოლზე გაკეთებული საგოლე პასი ნამდვილი ძვირფასეულობაა“.

Tuttonapoli 8.5 ქულა: „სასაცილო გახადა ის ადამიანები, რომლებიც მის კრიზისზე ან თუნდაც ბლეფზე საუბრობდნენ. კვარა დაბრუნდა და ერთი-ერთზე თავისი დამანგრეველი თამაშით. ბრუნში დარტყმა, რამაც მეკარე აიძულა ბურთი წინ დაეგდო, შემდეგ გოლი შორეულ ძელთან დარტყმით გაიტანა და გააკეთა პასი, რომლის დროსაც ოსიმენს ბურთი უბრალოდ კარში უნდა გადაეგზავნა“.

Sport.virgilio 7.5 ქულა: „ქართველსა და ნიგერიელს შორის კომბინაციები და ურთიერთგაგება პანაცეაა და ზოგჯერ ბილეთის ფასიც ღირს. სეზონის პირველი ნაწილის შეუჩერებელი ფეხბურთელი დაბრუნდა. ერთი გოლი და ორი საგოლე პასი – ყველაფერი ნათქვამია“.

Calciomercato 8.5 ქულა: „საუკეთესო კვარა დაბრუნდა. გოლი და ორი საგოლე პასი“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „სალერნიტანას“ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!