TaoNews.Ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მასმედიის წარმომადგენლებს მიმართვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მასმედიის წარმომადგენლებს მიმართვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მასმედიის წარმომადგენლებს მიმართვას და მოუწოდებს მაქსიმალურად დაუდგნენ მხარში ექიმებს, რათა რაც შეიძლება მეტი მოსახლეობის აცრა მოხდეს.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია დღეა – სრულიად ახალი ეტაპი პანდემიასთან ბრძოლის. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, ამიტომ ამ პროცესის კარგად, სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ყველას გთხოვთ, მასმედიას, მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას, ანუ 60%-ია ჩვენი სამიზნე. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზიებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ყველაზე ერთ-ერთი მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა”-აცხადებს ამირან გამყრელიძე

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!