TaoNews.Ge

გურამ ქართველიშვილმა ვარლამ გოლეთიანთან და რიონის ხეობის მცველებთან დაპირისპირებით ნიღაბი ჩამოიხსნა და ყველას თავისი რეალური სახე დაანახა

გურამ ქართველიშვილმა ვარლამ გოლეთიანთან და რიონის ხეობის მცველებთან დაპირისპირებით ნიღაბი ჩამოიხსნა და ყველას თავისი რეალური სახე დაანახა

გუშინ 12 მარტს მწერალი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში  ვარლამ გოლეთიანს და რიონის ხეობის დამცველებს დაუპირისპირდა.

–,,ახლად გამოჩეკილ ლიდერებს და საზოგადოებას —

უკვე უზრდელობის ზღვარს ცდება ახლად გამოჩეკილი ლიდერების დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ანუ იმ ერთობის მცდელობის მიმართ, რამაც ნამოხვანში ჩამიყვანა. მათი ლიდერი კეთროვანივით გამირბის და უნიჭო სპექტაკლებს მიდგამს, რათა თავი აარიდოს შეხვედრას. არადა დრამატურგი ვარ და თვითონ ვწერ სპექტაკლებისთვის როლებს. ახლა კი საჯაროდ ვაცხადებ, რომ არათუ მათთან შეხვედრა აღარ მინდა არამედ სირცხვილად ვუთვლი თავს იმავე მიკროფონიდან მივმართო მომიტინგე ქართველობას რომლითაც ისინი მიმართავენ მათ.

ამას სხვა სუნი უდის ,,ბოვშებო” და ფრთხილად იყავით, რადგან საქართველო გვეღუპება და თქვენ ,,თურნავებთან” კურკურში არავინ აპირებს დროის დაკარგვას. დღეს მე მეცნიერთა კონგრესის ოფისიდან მივმართავ საზოგადოებას პირდაპირი ვიდეოჩართვით 16. 30 საათზე. იქ ყველაფერს მოისმენთ. იცოცხლეთ-წერს  გურამ ქართველიშვილი

გურამ ქართველიშის გამოსვლის შემდეგ უამრავმა აღშფოთებულმა ადამიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა რიონის ხეობის მცველს ვარლამ გოლეთიანს. ერთ-ერთი  პირვლთაგანი  ამ კუთხით ვარდიგორის მამათა მონასტერი იყო. აი რას ვკითხულობთ მონასტრის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული განცხადების შემდეგ.

,,ჩემი მხარდაჭერა ბატონ ვარლამ გოლეთიანს. ყოველგვერი შეურაცხყოფა და დამამცირებელი მიმართვა მიუღებელია. მითუმეტეს ისეთი პიროვნებების მისამართით, რომლებიც საზოგადოების სიყვარულის ობიექტია. მოვისმინე ბატონ გურამ ქართველიშვილის მიმართვას, სადაც ბატონ ვარლამ გოლეთიანს უწუნებს ტაქტს (20:15); უწოდებს უზრდელს (20:45); მოიხსენიებს “ახალ გამოვარდნილ ლიდერად” (20:55); უწოდებს უტაქტოს (34:30); მოიხსენიბს მედიდურად (34:34); და უწოდებს ახლადგამომცხვარს (34:40).

ჩემი სრული მხარდაჭერა გაწონასწორებულ, ჭკვიან, ტკბილმოუბარ, უამრავი ქართველის სიხარულისა და იმედის მიმცემ ახალგაზრდა კაცს ბატონ ვარლამ გოლეთიანს. უფალმა არ მოგაკლოს მადლი და შეწევნა სამშობლოსთვის ბრძოლაში და პირად ცხოვრებაში.” წერია  ვარდიგორის მამათა მონასტრის  ფეისბუქის გვერდზე.

ასევე მკაცრი შეფასება მისცა გურამ ქართველიშვილის გამოსვლას სამოქალაქო აქტივისტმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ერმილე ნემსაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!