TaoNews.Ge

გურამ საღარაძემ მითხრა ეგ სურათი სანამ ცოცხლები ვართ არ გამოაჩინო, მერე უკეთესი იქნებაო- ფოტოხელოვანი

ფოტოხელოვანმა ლევან ვაზნარელმა სოციალურ ქსელში გურამ საღარაძისა და კახი კავსაძის უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა სურათს საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოხელოვანი იხსენებს, რომ გადაღების დროს გურამ საღარაძემ მას სთხოვა, რომ სანამ ისინი ცოცხლები არიან ფოტო არ გამოექვეყნებინა.

“ისხდნენ და საუბრობდნენ. გადაღებისას გურამ საღარაძემ შემნიშნა და მითხრა: რად გინდა ბებრების სურათიო? მე გავთავხედდი და ეგრე არ ივარგებს ..ორივე კამერისკენ რომ იხედებით მეთქი. ჯერ ერთმანეთს შეხედეს გაოცებულებმა ( ალბათ ეს ნაგლი ვინააო ) მერე კახი კავსაძემ გამომხედა და ვიცეკვოთო? კაი ბატონო რამე დავალება მოგვეციო. არაფერი… საუბარი გააგრძელეთ და გადაგიღებთ მეთქი. ბოლოს მითხრა გურამ საღარაძემ ეგ სურათი სანამ ცოცხლები ვართ არ გამოაჩინოო. მერე უკეთესი იქნებაო”,-წერს ლევან ვაზნარელი ფეისბუქში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!