TaoNews.Ge

გრიშა ონიანი ბაია პატარაიას მიმართავს

გრიშა ონიანი ბაია პატარაიას მიმართავს

საზოგადოება ,,სტალინელის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი , ქალთა უფლებადამცველ ბაია პატარაიას მიმართვას და სოციალურ ქსელში  პოსტს ავრცელებს.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ :
 ქალბატონო ბაია!
მე თქვენს გასალანძღად ვიყავი მომართული, მაგრამ ვიფიქრე, მეც ხომ ქალიშვილის მამა ვარ. ჩემი შვილი, როგორ სამართლიანადაც არ უნდა გალანძღონ, მაინც გული მომიკვდება. შენს შეცოდებას თავი რომ დავანებოთ, შენი მშობლები მეცოდება. იქნებ შვილი გავს და ის კიდევ ურო მეტად.
ბაია! შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენ, ქართველები, უფრო მეტად აზიური მენტალიტეტის ხალხი ვართ და ზედმეტად გვაქვს გამჯდარი სისხლში და ხორცში თურქული თუ ირანული წეს-ჩვეულება, რომელიც არამც და არამც არ არის ქათული წარმოშობის.
ილია წერს:“ქართველებს თუ რამ უხეირობა გვჭირს, სულ ყველაფერი ირანულ-ოსმანური გავლენააო“.
მე არ მეგულება საქართველოში კაცი, რომელსაც ცოლისთვის შელაწუნებული არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ქმნიდა ოჯახში დისჰარმონიას. შვილის აღზრდის სპარტანული ჩვევები ქათველების მოგონილი არ არის, ის ათასწლეულებიდან მოდის. ქმრის უხეშობით დაშავებული მეუღღლე ათეულ წლობით ქმართან ცხოვრობდა და შვილებს უზრდიდა. ასე ნაჩქარევად აზიელების ევროპელებად გადაქცევა მხოლოდ სპეტაკლში რეისორს შეუძლია და ისიც 2 საათით თეატრის სცენაზე. ცხოვრება კი სხვა კრიტერიუმებით იმართება. ასე, რომ სამართლიანი მოთხოვნა ძალადობაზე შეიძლება ჯერჯერობით უტოპიას წარმოადგენდეს.
რა შეეხება ბასილაშვილის ძალადობას – სპორტი ძალაზე და ძალადობაზეა აგებული. სპორტული შეჯიბრების დროს თუ მოწინააღმდეგე არ ძალადობს, მას ქულით აჯარიმებენ და თუკი პასიურობას გააგრძელებს, შეჯიბრიდან ხსნიან. „მოძალადე“ სპორტსმენის ბასილაშვილისადმი ხალხის აღტაცება, რომელიც შენ არ მოგწონს, ეს მხოლოდ სპორტისადმი შენი დაბალი შემხებლობის ბრალია.
რა შეეხება იმას, შენ რომ არ მოგწონს სტალინი და დასცინი მას, ვისაც ის მოსწონს – ამ შემთხვევაში „ჩემო“ ბაია, შენ დასცინი სტალინის თანამედროვეებს და თანამებრძოლებს: რუზველტს, ჩერჩილს, დე გოლს, ნერუს, პაბლო პიკასოს, ბერნარდ შოუს, ალბერტ აინშტაინს, ჩარლზ ჩაპლინს, პაბლო ნერუდას, ეტლს, ბზეჟინსკის, კისინჯერს და სხვა ბევრს მსოლიოში იმხანად ბუმბერაზ ადამიანებს და თავი მათზე ურო ჭკვიანად მოგავს. ეს გამართლებული საქმე არ არის.
რაც შეეხება სტალინს, ერთ მაგალითს მოვიყვან „მოძალადეზე“. მარშალი როკოსოვსკი განთქმული იყო არამარტო სამხედრო ნიჭით და შეუპოვრობით, არამედ თავისი ელეგანტურობით, სილამაზით და „ნაშამორობით“. გოგონასთან რომანი, რომელი უშედეგოდ დასრულდა რადგან როკოსოვსკის მეუღლე და შვილები ჰავდა, დედამ იუკადრისა შვილის შეურახყოფა და როკოსოვსკის საჩივარი საჩივარზე უწერა უწერა სტალინის მისამართზე. ბოლოს, როდესაც საჩივრების წერას საშველი არ დაადგა, ბოლო განცხადება სტალინთან შეიტანეს და სხვა ძველი საჩივრებიც გააცნეს. სტალინმა ბოლო განხადებას შემდეგი რეზოლუცია გაუკეთა: „განუმარტეთ ქალბატონს, რომ როკოსოვსკი ერთია. თუ დაარწმუნებთ ხომ კარგი, თუ ვერ დაარწმუნებთ დასაჯეთ“ – ი. სტალინი.
პოსტკრებიშევმა ბევრი აწრიალა ეს განცხადება რეზოლუიით, მაგრამ ვერაფერი გაიგო თუ ვინ დაესაჯა – მომჩივანი ქალი თუ როკოსოვსკი. შეკითხვით კი სტალინისათვის არ მიუმართავს. ასე გადაურჩა მომჩივანი და მოძალადე დასჯას.
ქალბატონო ბაია, მე გარწმუნებთ იმაში, რომ ბასილაშვილი ერთია. თუ ამაში დარწმუნდები ჩემი წერილით, ხომ კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოდ უფრო მკაცრად დაგსჯით პირადად თქვენ.
მამა-შვილური რჩევით გრიგოლ ონიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!