TaoNews.Ge

გომის მთაზე, სამაშველო ოპერაცია დასრულდა – თოვლიდან ერთი ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიყვანეს

გომის მთაზე, სამაშველო ოპერაცია დასრულდა – თოვლიდან ერთი ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან უკვე ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც. ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა.

გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!